ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.
სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში. სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.
საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა. საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აპრილამდე შუალედში.